H2Otel სასტუმროებში წყლის დაგოზვის ჯილდო
H2Otel პრიზის შესახებ
წყლის დაზოგვის ჯილდო - H2Otel საქართველოსა და აზერბაიჯანში სასტუმროებში წყლის დაზოგვის ინოვაციურ ხერხებსა და მოხმარების შემცირებას ეხება. სასტუმროების წარმომადგენლები, რომლებიც ამ ტრენინგში მიიღებენ მონაწილეობას, ისწავლიან წყლის დაზოგვის ხერხებსა და მეთოდებს, ასევე წყლის კონცერვაციისთვის საჭირო მექანიზმებს, აითვისებენ მოხმარების მონიტორინგის სისტემასა და წყლის მოხმარების შემცირების ხერხებს. უკვე ასეთ გარემოსადმი მეგობრულ სასტუმრობს მომხმარებლებიც უფრო მეტად ირჩევენ, რაც სასარგებლოა თვით ამ სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის.
კონკურსში გამარჯვებულების ისტორიები გაშუქდება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, აზერბაიჯანის სასტუმროების გაერთიანების, საერთაშიროსო ტურიზმის პარტნიორობის და UNDP-GEF მტკვარი II პროექტის ქსელებში. გამარჯვებულებზე დაიწერება სტატიები პლატფორმა Green Hotelier-ში, რომელიც მდგრადი ბიზნესის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას და მსოფლიოს მასშტაბით ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ავტორიტეტული გამოცემაა.
კითხვებითვის მოგვწერეთ: h2otel.awards@gmail.com
ამ პროგრამის ინიციატორია პროექტი UNDP-GEF მტკვარი II, რომლის მიზანი ტრანსასაზღვრო მდინარე მტკვრის აუზის წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვაა (www.kura-river.org)